ვლადიმერ მედინსკი - უკრაინულ მხარეს რუსეთის მემორანდუმი, ასევე, 339 ბავშვის სია გადავეცით, რაც აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვთა გატაცების საკითხი შოუდ აქცია

უკრაინულ მხარეს ჩვენი მემორანდუმი გადავეცით, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

„ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ ხანგრძლივ მშვიდობას. ხოლო მეორე ნაწილი ეხება იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

მისი თქმით, მომავალ კვირაში რუსული მხარე უკრაინას 6 000 უკრაინელი სამხედროს ცხედარს გადასცემს.

„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინულ მხარეს გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების 6 000 გაყინულ ცხედარს გადავცემთ. ჩვენ, ვინც შეგვეძლო, ყველას იდენტიფიცირება მოვახდინეთ“, - აღნიშნა მედინსკიმ.

ასევე, მედინსკის ცნობით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მძიმედ დაჭრილი სამხედროებისა და ახალგაზრდა ჯარისკაცების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ, სულ მცირე 1 000 სამხედროს ოდენობით.

მედინსკის განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ უკრაინულ მხარეს ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის დროებით შეწყვეტა შესთავაზა.

„ჩვენ ორი ან სამი დღით ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, რათა მეთაურებმა ჯარისკაცების ცხედრები მიიღონ“, - განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა „ბავშვების საკითხიც განიხილეს და მან უკრაინას 339 ბავშვის სია გადასცა“.

„ეს სია კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვთა გატაცების საკითხი შოუდ აქცია, რომელიც ევროპელებისთვისაა განკუთვნილი“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია