საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ოლისოვი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში 2002 წლიდან მუშაობს და აქამდე სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ ლატვიაში რუსეთის გენერალურ საკონსულოში, ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობასა და გერმანიაში რუსეთის საელჩოში. ასევე, ოლისოვი 2019 წლიდან რუსეთის საგარეო უწყებაში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოლისოვი დიმიტრი ტროფიმოვს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, თუმცა მაისში ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტროფიმოვის გაწვევა როტაციის ნაწილი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს