რუსტემ უმეროვი - რუსები, როგორც ჩანს, კვლავ დროს აჭიანურებენ და „დიპლომატიის სურათის“ შექმნას ცდილობენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, კვლავ დროს აჭიანურებს.

„ჩვენ წინასწარ წარვადგინეთ დოკუმენტები. თუმცა, რუსეთის ფედერაციის „მემორანდუმი“ მხოლოდ შეხვედრის დროს გამოჩნდა, რამაც შექმნა წინაპირობები, რომ ამ შეხვედრას ომის დასასრულებლად საჭირო შედეგები არ გამოეწვია. როგორც ჩანს, რუსები კვლავ დროს აჭიანურებენ და ცდილობენ, რეალური ქმედებების გარეშე, აშშ-სთვის „დიპლომატიის სურათი“ შექმნან. თუ ესეც დროის გაწელვის მცდელობაა, მაშინ მხოლოდ ერთი პასუხი უნდა არსებობდეს: უფრო მკაცრი საერთაშორისო სანქციები“, - აღნიშნა უმეროვმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში ერთადერთი პროგრესი უკრაინელი ხალხის ტყვეობიდან გათავისუფლება იყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!