აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში დაიწყებს

შესაძლოა, აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპს ყველა ის საშუალება მივაწოდოთ, რაც მას სჭირდება, რათა რუსეთი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - განაცხადა ჯონ ტუნიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს თეთრ სახლთან განიხილავს.

„ვფიქრობ, ისინი იმედოვნებენ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა, სენატში, ამ საკითხის მიმართ ორივე მხრიდან დიდი ინტერესია და შეიძლება ეს ამ სამუშაო პერიოდში განვიხილოთ“, - განაცხადა „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება