მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცის საქმეზე ჩვენებას პოლიციელები აძლევენ

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცის საქმეზე ჩვენებას პოლიციელი აძლევს.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავი ვანო გავაშელიშვილის ჩვენებას ისმენენ.

მისი ჩვენების მიხედვით, არჩილ მუსელიანცი აქციაზე აგრესიულად იქცეოდა, იგინებოდა, რის გამოც მას ფოტო გადაუღო, მომდევნო დღეს კი, სოციალურ ქსელში ნახა, თუ როგორ წაუკიდა მუსელიანცმა კამერების კაბელებს ცეცხლი.

„იყო აგრესიული, აჟიტირებული, იგინებოდა, თან ნიღბით ჰქონდა სახე დაფარული. ამ ადამიანს თვალს ვადევნებდი, წყალი დალია, რა დროსაც ნიღაბი ჩამოიწია და მისი სახე დავაფიქსირე - გადავუღე ფოტო.

მეორე დღეს, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ჩემ მიერ ტელეფონით დაფიქსირებულმა პირმა კამერების კაბელებს მოუკიდა ცეცხლი, სახის ამომცნობი პროგრამით აღნიშნული პირის იდენტიფიცირება მოვახდინე. აღნიშნული ინფორმაცია პატაკის სახით მივაწოდე ხელმძღვანელობას",- განაცხადა გავაშელიშვილმა.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება