დავით მათიკაშვილი - მიმდინარეობს კანონის აღსრულება - ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია, ეს ყველაფერი დაადასტურონ

მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ - ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მედია ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, „კეთილი უნდა ინებოს“ და დაამტკიცოს.

„მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ. კანონი ძალაში შევიდა, შესაბამისად, ყველას, ვინც თვლის, რომ ამ კანონის ჭრილში მედია კუთხით კონკრეტული დარღვევა იქნა ჩადენილი, აქვს უფლება, რომ სათანადო უწყებას შესაბამისი საჩივრით მიმართოს. რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ქვეყნის ნგრევის სურვილიდან, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს გააჩნიათ. რეალურად, ესენი მედიასაშუალებები ხომ არ არიან? ისინი არიან პროპაგანდისტული, პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ა.შ, არამედ მიმართული არიან ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებისა და პროპაგანდისკენ. ასევე, იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად მოქმედებენ.

ამიტომ, ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ არსებობს ფაქტები და თუ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, კეთილი ინებე და დაამტკიცე. თუ ამის საშუალება არ გაგაჩნია, მაშინ გაუწიე აზრი იმას, რასაც იტყვი. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს კანონი ყველასთვის, მათ შორის მედიისთვის, მეტი პასუხისმგებლობების დამწესებელია იმ ჭრილში, რომ მათ მიერ გაჟღერებული ფრაზები იყოს პასუხისმგებლობით სავსე, დამტკიცებადი და არ იყოს ფარატინა ქაღალდები, რომელიღაცა ექსტრემისტის, მათი პატრონის ტვინში მოაზრებული ქვეყნის ნგრევისთვის გათვალისწინებული მოცემულობა, რომელსაც არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება". კერძოდ, მათივე ცნობებით, საუბარია ტერმინებზე: „არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება