ლევან დავითაშვილი - თელავის აეროპორტი შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო ვაზიანის აეროპორტი ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს მოემსახურება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტი შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო ვაზიანის აეროპორტი ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს მოემსახურება.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ვაზიანის აეროპორტი შეუფერხებლად განვითარდება.

„ეს გეგმა არსებობს. ჩვენ იცით, რომ ბევრი ვიმსჯელეთ ამ პროექტზე და ბევრი შედარებითი ანალიზი გაკეთდა არსებული აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ვაზიანის განვითარება ცალსახად ახალი იმპულსია ავიაციის, ტურიზმის და ურბანული განვითარების კუთხით.

რაც შეეხება თელავის ოპტიმიზაციას, ეს ბუნებრივიც არის. იცით, რომ ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ადგილი მარტივად არის დაკავშირებული, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. საერთაშორისო რეისები თუ იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური იქნება თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და მხოლოდ შიდა რეისებისთვის იყოს და ვაზიანი მოემსახურება ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს და ასე შემდეგ.

ვფიქრობთ, [თელავის აეროპორტი] საკმაოდ ძვირი პროექტი იყო, ხდება ამ პროექტის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება