დიმიტრი მედვედევი - მოლაპარაკებები საჭიროა სწრაფი გამარჯვებისთვის და არა კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად - ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აფეთქდება, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები საჭიროა რუსეთის ფედერაციის სწრაფი გამარჯვებისთვის და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის და არა არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ გამოგონილი არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის. ეს არის რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, რუსი სამხედროები აქტიურად მიიწევენ წინ და გააგრძელებენ შეტევას.

„ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და გააგრძელებს წინსვლას. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ - გაქრებიან“, - აღნიშნა მედვედევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს