რუსებმა სუმის ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსებმა სუმის ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამედიცინო დაწესებულება, ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ასევე, დაშავებულებს შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

„მტერმა სუმის ცენტრში ავტომობილებს დაარტყა. ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყვათ“, - ნათქვამია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება