„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის საქმეზე გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულების, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი მოსამართლე ზვიად შარაძის მიერ ჩანიშნული სხვა სასამართლო პროცესი გახდა.

სხდომა 3 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სხდომა კი მხოლოდ გაიხსნა და ბრალდებულების ვინაობა დადგინდა.

ამასთან, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დაუფიქსირა პოზიცია, რომ „სასამართლოს მიმართ ნდობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მათ არ აქვთ“.

გიგი უგულავამ მოსამართლე ზვიად შარაძის კითხვაზე, აქვს თუ არა ნასამართლეობა, უპასუხა, რომ "ურიცხვი", რაზეც შარაძემ მას უთხრა, "ეგ არ იკრიბება".

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის საქმეზე მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პირები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა