რომან გოცირიძე - სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია, რომლებიც „ოცნების“ ოჯახების, ნათესავების, პარტიული აქტივის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია.

გოცირიძე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის თაობაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სფერო “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”, ჩამოწერილი დეპუტატების, ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა“.

ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო. მარტო კადრების შემცირებით ჯერ 52 მილიონ ლარს დავზოგავთ წელიწადში, მერე 100 მილიონ ლარამდე ავალთო.

თავად აღიარეს, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში მათი ნათესავების და პარტიული აქტივის ფაქტიური თუ ფიქტიური გაფორმებით მილიარდ ლარზე მეტი წაგლიჯეს სახელმწიფოს “ოცნების” მმართველობის პერიოდში. თუ მართლა განხორციელდა აღნიშნული “ოპტიმიზაცია”, “გამოთავისუფლებულ” პირებს საჯარო სამსახურებში გადაანაწილებენ. ამ სფეროში რამდენჯერმე მეტი “ოცნების” შესანახი პირია შეფარებული, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებში.

სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია, რომლებიც “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”( მაგ. მომღერალ-მოექსპერტო ელემენტების), ჩამოწერილი დეპუტატებისა და ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა”, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია