მარტა კოსი - იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს - პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან

იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა იმ კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, კერძოდ, საქართველოს, თურქეთისა და სერბეთის შემთხვევაში, მარტა კოსმა უპასუხა, რომ ევროკავშირს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. ვეთანხმები იმას, რომ ეს ევროპის გამოცდას წარმოადგენს. პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან, რომელთაც ჩვენი წარუმატებლობა სურთ. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი გარედან ხდება, მაგრამ ვიცით, რომ რუსული გავლენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს“, - განაცხადა მარტა კოსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს