უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იუწყება, რომელიც რომელიც ასევე დელეგაციის წევრია.

მისივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენი დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია. ვგეგმავთ საუბარს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, კერძოდ, სენატორ გრეჰემის კანონპროექტზე. ასევე განვიხილავთ უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ადრე ხელი მოეწერა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში. ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს