ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს - სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი - რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? - საერთოდ რომ არ გაქრეთ?

რა უნდა ვთქვა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით? რასაც ვისმენთ, ამას ხომ გეუბნებოდით: უპრინციპოები, უთავმოყვარეოები, მრავალნაირი სტანდარტის მქონენი - ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს - ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს პრინციპები არ აქვთ და რასაც დაუკვეთავენ ისე მოიქცევიან.

„ამათ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ამას ხომ გიყვებოდით? 2020-ში თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. ამათ პრინციპი არ აქვთ - რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თავიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, წინააღმდეგობის პლატფორმას და სიგიჟეებს იგონებდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ საერთოდ რომ არ გაქრნენ ისე, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ გაქრა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხაზი გადაუსვან ყველა აქამდე ნათქვამ არგუმენტს და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. ეს ხელმოცარული დიპლომატი, სამადაშვილს ვგულისხმობ, ხომ იცით რატომ ვეძახი? ევროკავშირში წლების განმავლობაში რომ იყო ელჩი, როცა რუსეთი თავს დაგვესხა და ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ქალი მერე აქ მორალს გვიკითხავდა. იგივე მისი ამორალური მორალის გაგრძელებაა, რომ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი - რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? - საერთოდ რომ არ გაქრეთ? დაგიკვეთეს თქვენმა პატრონებმა? - ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ და ასე იქნებით, სანამ უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებით თქვენც, დანარჩენებიც, გახარიებიც, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ თვითმარქვია პრეზიდენტიც. ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს - ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა გუშინ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ასეთი განცხადება გააკეთა: „თუ შევარჩევთ წერტილებს, სადაც ხელისუფლება სუსტია, უკვე წააგო არჩევნები და ერთიანი ძალით დავარტყამთ, შესაძლოა, მივაყენოთ უფრო დიდი ზიანი, ვიდრე არ შესვლით პროცესში - მათ ვერავინ მისცემს ლეგიტიმაციას, ის რაც მკვდარია, თავიდან ვერ მოკვდება“, - აღნიშნა სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია