პეტრე ცისკარიშვილი - სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით, ქვეყანაში თვისობრივად არაფერი შეიცვლება - მთავარია, პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც შევძლებთ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენას

ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება და პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც შევძლებთ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა იოსებ ჭელიძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, „ოცნებას“ აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს და სხვა ამოცანები ამოძრავებს“.

„ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით და თანამდებობიდან გადაყენებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება, პრინციპული ცვლილება პოლიტიკური კლიმატის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასავლეთთან საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვთ და სხვა ამოცანები ამოძრავებთ - ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა და ძალიან დიდი ფულის კეთება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, ცისკარიშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ უჩივლა. ცისკარიშვილის თქმით, „ამ ყველაფერს პასუხი დასავლეთის მხრიდან მოჰყვება“.

„ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ მის დეკლარირებულ განზრახვას - ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი მედია, ვინმე ვერ მიხვდება, თუნდაც საქართველოში ან ქვეყნის გარეთ დასავლეთში ჩვენი პარტნიორები... თუნდაც ამას აკეთებდნენ ირიბი, შემოვლითი გზებით და არა პირდაპირი რადიკალური ჩარევით... პასუხი დასავლეთის მხრიდან ამას მოჰყვება მას მერე, რაც მოქმედებაში და სისრულეში მოიყვანენ თავის გეგმას თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ გააფორმონ დიქტატურა. ამასთან იმას, რომ ევროპის კანდიდატის სტატუსი აქვს ქვეყანას და იმავდროულად, ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების, თავისუფალი მედიის აკრძალა, განსაკუთრებით, თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო