ანონსი  4 ივნისი

4 ივნისს, 10:00 საათზე, „პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

4 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

4 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

4 ივნისს, 14:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ. სხდომის დაწყებამდე (13:30 საათზე) მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: 593 520 474

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება