პარლამენტში “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ინიცირებულია

“ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში, ასევე სახელმწიფო საწარმოებსა და ამ საწარმოთა შვილობილ კომპანიებში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს.

აღნიშნული კანონის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ის იმ საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია, რომლის გათვალისწინებით, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა არაანაზღაურებადი იქნება.

ამის ანალოგიურად, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში, აგრეთვე იმ საწარმოებში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ფლობს, საკუთარ საქმიანობას უსასყიდლოდ განახორციელებენ და მრჩევლობისთვის შრომის ანაზღაურებას აღარ მიიღებენ.

ასევე, აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება არ ექნებათ ასრულებდნენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს