პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!".

პარლამენტთან შეკრებილმა სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტს წრე შემოარტყან, რათა მათი თქმით, ყველა მხრიდან ხმა გააგონონ ხელისუფლებას.

პროტესტის 188-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, საიდანაც ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება