სალომე ზურაბიშვილი - დღეს შვედეთის ელჩს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება

დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება.

ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიისადმი შვედეთის ძლიერი მხარდაჭერა ძალიან დაფასებულია”, - წერს ზურაბიშვილი.

თავის განცხადებას ზურაბიშვილი ასევე ურთავს შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის წერილს, რომელიც 5 მაისით არის დათარიღებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა