ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება - ორივე მხარე ხედავს, რომ ძალისხმევის გაერთიანებას სარგებელი მოაქვს

უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მომზადებულები ჩავიდნენ და შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა.

„ჩვენ ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება. ორივე მხარე ხედავს, რომ ძალისხმევის გაერთიანებას სარგებელი მოაქვს. მთავარია, არ დავტოვოთ ეს მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის განწყობა“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს გადასცა შეტყობინება, რომ მზადაა, მათ შორის შეხვედრას უმასპინძლოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს