სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოთ კორეასთან ურთიერთობაზე - მშვიდობა ომზე იაფია - უმჯობესია გამარჯვება ბრძოლის გარეშე, ვიდრე კონფლიქტის გზით

სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონმა ფიცის დადების შემდეგ პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებს სამხედრო შეკავებით უპასუხებს და ამავდროულად ხაზი გაუსვა დიალოგისა და მშვიდობის მნიშვნელობას.

ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას ლი ჯე მიონმა ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეას თავდაცვის ბიუჯეტი ჩრდილოეთ კორეის მშპ-ზე ორჯერ მეტია და რომ ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე უდიდესი სამხედრო ძალაა.

„მტკიცედ ვუპასუხებთ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სამხედრო პროვოკაციებს“, - აღნიშნა ლი ჯე მიონმა.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ ფხენიანთან კომუნიკაციის არხებს გახსნის და თანამშრომლობის გზით კორეის ნახევარკუნძულზე მდგრადი მშვიდობის დამყარებას მიაღწევს.

„რაც არ უნდა ძვირი იყოს, მშვიდობა მაინც ომზე იაფია. უმჯობესია გამარჯვება ბრძოლის გარეშე, ვიდრე კონფლიქტის გზით. უსაფრთხოების ყველაზე საიმედო ფორმა არის მშვიდობა, რომელიც საერთოდ არ მოითხოვს ბრძოლას“, - განაცხადა ლი ჯე მიონმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ლი ჯე მიონმა გაიმარჯვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს