სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის - „ქალები ენერგეტიკაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სემეკის ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ქალების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მენტორობის პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე.

ღონისძიების ფარგლებში სემეკის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა სერტიფიკატები გადასცეს მენტორობის პროგრამის მონაწილეებს.

სემეკში რიგით მეორე მენტორობის პროგრამა, სახელწოდებით „ქალები ენერგეტიკაში“ 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულებმა გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ ქალ კოლეგებს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში ქალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება