STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით, ტექნოლოგიური პლატფორმა Skillwill-ისა და STEAM მიდგომაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსების მწარმოებელი კომპანია STEAM !t-ის ერთობლივი ძალისხმევით, მასშტაბური საგანმანათლებლო ოლიმპიადა დასრულდა. ოლიმპიადა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში პრაქტიკული აზროვნების, კრეატიული მიდგომისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებას. ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია Skillwill-ის საგანმანათლებლო სივრცეში, თბილისში, თამარაშვილის ქუჩა N13-ში ჩატარდა.

ოლიმპიადა ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სკოლიდან 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 30-მა გუნდმა ონლაინტესტირება გაიარა 5 საგანში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა); ფინალურ ეტაპზე კი 12 საუკეთესო გუნდი გადავიდა. სწორედ ამ მეორე, პრაქტიკულ ფაზაში, მოსწავლეებმა რეალურ STEAM გამოწვევებზე იმუშავეს - შექმნეს საინჟინრო მოდელები, წარმოადგინეს ინოვაციური იდეები და დაამზადეს პროტოტიპები.

ფინალური ტურის დასასრულს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი: პირველი ადგილი დაიკავა თბილისის ფიზიკა-მათემატიკური N199 საჯარო სკოლის გუნდმა - „კომაროვის ხუთეული“; მეორე ადგილი - თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდმა - „მომავლის ხუთეული“; ხოლო მესამე ადგილი - პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის გუნდმა - „პირველები“.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, რომელმაც პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული მოსწავლეები. სიტყვით გამოსვლისას მან მიულოცა მონაწილეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ხაზგასმით აღნიშნა ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადის მნიშვნელობა.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი იყო ლიბერთი ბანკი, რომელმაც ოლიმპიადის მთავარი პრიზი დააწესა და პირველ ადგილზე გასული გუნდი დააჯილდოვა. როგორც ლიბერთი ბანკის სახელმწიფო სექტორის დაფინანსებისა და სახელფასო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ლევან სამუშიამ აღნიშნა:

“ლიბერთისთვის განათლების მხარდაჭერა სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს მოზარდებში არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ უყალიბებს რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში. STEAM Challenge Georgia სწორედ ამ ტიპის პროექტია - ის აერთიანებს შემოქმედებითობას, ტექნოლოგიასა და ინოვაციას და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, გახდნენ წარმატებული მომავლის შემქმნელები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავისუფლად მოაზროვნე და პროფესიონალი თაობის ფორმირებისთვის.”

ოლიმპიადის მხარდამჭერები იყვნენ: რეზო თურნავას სახელობის საქართველოს ტექნოლოგიური განათლების განვითარების ფონდი და Making Science Sweeft-ი, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვეს.

Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ აღნიშნა, რომ ეს ოლიმპიადა არ იყო მხოლოდ შეჯიბრი, არამედ მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება:

„დღევანდელი დღე ერთგვარი სიმბოლო იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება დავინახოთ განათლების როლი თანამედროვე საქართველოში. STEAM Challenge Georgia-მ დაადასტურა, რომ სკოლის ასაკიდანვე მოსწავლეებს აქვთ უნარი, იფიქრონ მასშტაბურად, იმოქმედონ გააზრებულად და გამოავლინონ პრაქტიკული ცოდნა რეალურ პრობლემებზე მუშაობისას. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ეხმიანება არა მხოლოდ აკადემიურ მოთხოვნებს, არამედ რეალური ცხოვრებისთვის აუცილებელ კომპეტენციებს - კრეატიულ აზროვნებას, გუნდურობას, კრიტიკულ ანალიზსა და ინოვაციურ მიდგომებს. ეს არ იყო მხოლოდ ოლიმპიადა. ეს იყო სივრცე, სადაც მოსწავლეებმა გადადგეს პირველი ნაბიჯები საკუთარი მომავლისკენ და მიიღეს გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება.“

ოლიმპიადის შინაარსობრივ მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა STEAM !t-ის თანადამფუძნებელმა მამუკა აფაქიძემ, რომლის თქმით, მსგავსი პროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის:

„დღევანდელი ახალგაზრდების წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გარემოსთან, რომელშიც თავიანთ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ და განავითარებენ. STEAM განათლების პრინციპებზე დაფუძნებული ინიციატივები, როგორიცაა ჩვენ მიერ შემოთავაზებული ოლიმპიადა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის აძლევს მოზარდებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას.

საინჟინრო და ტექნოლოგიურ განათლებას სჭირდება პრაქტიკული საფუძველი. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის იმ ხიდს, რომელიც აკავშირებს მოსწავლეებს მომავლის ინდუსტრიებთან. რაც უფრო მეტ ახალგაზრდას ექნება წვდომა ასეთ გამოცდილებაზე, მით უფრო ინოვაციური და კონკურენტუნარიანი გახდება ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა.“

STEAM Challenge Georgia-მ დაადასტურა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო ფორმატს შეუძლია გახდეს ცვლილების საწინდარი და წამყვანი პლატფორმა საქართველოში იმ განათლებისთვის, რომელიც პირდაპირ პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას