საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - მიუხედავად ბოლო პერიოდის მოვლენებისა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები

ადგილობრივად იყო წნეხი, პოლიტიკურ სიტუაციას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა გამოჩენა შეიძლება გავლენას ახდენდეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება.

„მიუხედავად ბოლო პერიოდის მოვლენებისა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცა რისკები, რაც საქართველოს გაჩნია, გარკვეულ გამოწვევებს გულისხმობს. ამავდროულად, გულისხმობს შანსებსა და შესაძლებლობებს. რამდენიმე რისკს გავუსვამ ხაზს საქართველოსთან მიმართებით, რაც გლობალური სავაჭრო წნეხიდან მომდინარეობს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის გამოც მომდინარეობს და იმ ეკონომიკური პირობების გამო, რაც გლობალურად არსებობს. მათი გამოძახილი საქართველოზე იქნება შემდეგი - თუ ახალი სანქციები მატერიალიზებული იქნება, შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოზე. ადგილობრივად იყო წნეხი, პოლიტიკურ სიტუაციას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა გამოჩენა შეიძლება გავლენას ახდენდეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კარგი ნიშანი ის არის, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ბუფერები გააჩნია ფისკალური სივრცის გათვალისწინებით და ფინანსური სისტემის სიჯანსაღესთან მიმართებით ეს რისკები იქნება დაძლეული“, - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს