ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, სავაჭრო ცენტრის “ჯითისის” ფილიალს ახალ სიცოცხლეს სძენს.

“კარფურის” კოლმეურნეობის ფილიალის განახლებული კონცეფცია ძველი ბაზრის ისტორიას ყვება. საუკუნოვანი გამოცდილების თანამედროვე სტანდარტებთან შერწყმა მთავარი გამოწვევა იყო, რომელიც შემოქმედებითი მიდგომებით, საბოლოოდ, უნიკალურ პროექტად იქცა. “კარფურის” ფილიალის რემოდელინგი ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

დღეს, მსგავსი კონცეფციის შენობები, რომლებიც სენტიმენტალურ მოგონებებს გააცოცხლებს და თბილისზე ძველ ამბებს მოყვება, თითქმის აღარ არსებობს. მხოლოდ არქივში და ისტორიებად შემორჩა მეხსიერებას იმდროინდელი ეპოქის ესთეტიკა.

“ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, მაქსიმალურად ყველა წყაროდან მოვიძიეთ ინფორმაცია იმ დროინდელ ტენდენციებზე. გამოკვეთილი მოტივები კი გამოვიყენეთ და დავაინტეგრირეთ ბრენდის იდენტობასთან, რომ სრულყოფილი კონცეფცია მიგვეღო” - გივი მაჭავარიანი, არქიტექტორი

არქიტექტორმა და დიზაინერმა - მოზაიკა, კერამიკა, მინანქარი, ძველი აგური და ბეტონი გამიზნულად შეინარჩუნეს ინტერიერში, რათა შექმნილიყო გარემო, რომელიც სტუმრებს იმ დროის განწყობას ახსენებს და საუკეთესო ემოციებს უბრუნებს. ავთენტურობის ეს განცდა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს სასიამოვნო სავაჭრო გამოცდილების უზრუნველყოფაში.

“ერთ-ერთ ისტორიულ კვლევაში ძალიან საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ. რეკონსტრუქციის დროს ვიტრაჟების დანაყოფები შეუცვლიათ, რამაც იდენტობა დააკარგინა შენობას. შემინვის მსგავსი სტილი კარგად ასახავს ეპოქის ხასიათს, ამიტომაც პირვანდელი იერსახე დავუბრუნეთ.” - თენგიზ ალავერდაშვილი, არქიტექტორი

„კარფურის“ კოლმეურნეობის ფილიალის რეკონსტრუქცია, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება, მაგალითია - როგორ შეიძლება კომერციული სივრცე იქცეს ქალაქის კულტურული მეხსიერების ნაწილად. ეს ინიციატივა ეხმარება ბრენდს დაამყაროს ემოციური კავშირი მომხმარებელთან და შეუქმნას განსაკუთრებული შოპინგის გამოცდილება - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა – „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება