ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი - საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია

საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს.

„მსურს, ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიცია დავაფიქსირო. ნება მომეცით, რომ სამი პუნქტი წარვადგინო. ჩვენ უარვყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მეტიც, მსგავსი სანქციების ოჯახის წევრებზე გავრცელება კოლექტიური დასჯის ფორმას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.

ჩვენ უარვყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ჩვენ უარვყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რაც ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს ძირს უთხრის. ამგვარად, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია. ასევე, ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია“, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით, 55 ხმით დაამტკიცა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა