ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი მის მთავარ მიზანს, ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს - მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფლაციური მოლოდინები ეროვნული ბანკის მიერ კარგად მართულია

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, მის მთავარ მიზანს - ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელზე შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 1.8% შეადგენს, 2025 წლის მაისის მდგომარეობით კი 3.5% შეადგინა.

მისივე თქმით, საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისის მდგომარეობით 2.0% იყო.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში საშუალოდ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს 3.4 პროცენტი იქნება. ეს პროგნოზი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ეფექტურად უზრუნველყოფს ინფლაციის დონის მიზნობრივთან შენარჩუნებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინები ეროვნული ბანკის მიერ კარგად მართულია.

„ფონდის რეკომენდაციის მიხედვითაც, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკით ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა კვლავაც უნდა შეინარჩუნოს“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო