ნინო ევგენიძე - საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს - გვჭირდება ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა, რადგან დემოკრატიის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა, რადგან დემოკრატიის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახლა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, არამედ, ეს არის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

„ჩვენ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ 200 წელზე მეტია ვიბრძვით. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვერ გასწავლოთ აქ, ევროკავშირში თანამედროვე დემოკრატიაზე, თუმცა ჩვენ ვგრძნობთ, თუ როდის მოდიან რუსები. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა, რადგან დემოკრატიის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის. საქართველოში ახლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. სოლიდარობისა და ერთიანობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ავტორიტარიზმის დამარცხებას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს