კახა კალაძის განცხადებით, კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირდა, გასაკვირი არაა, რადგან „ხალხი ყველაფერს ხედავს“

ნამდვილად არ მიკვირს ეს შედეგები - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეკითხვას „ევრობარომეტრის“ მიერ გამოქვეყნებულ სოციალური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირისადმი ნდობა ერთ წელში 17%-ითაა შემცირებული.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მაშინ, როცა ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ამას ცხადია, რეაგირება ექნებოდა.

„არც არის გასაკვირი, რამდენიმე სიტყვით ვიტყვი და ვფიქრობ, საზოგადოება სწორ ანალიზს გააკეთებს - მაშინ, როცა სააკაშვილი დაგვისახეს ევროპულ საზომად, რადიკალიზმი სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ნამდვილად არ მიკვირს ეს შედეგები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი