ნათია თურნავა - მიუხედავად საკმაოდ ბევრი გამოწვევისა, რაც გლობალურად სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეროვნული ბანკი გამოწვევას უმკლავდება

მიუხედავად საკმაოდ ბევრი გამოწვევისა, რაც გლობალურად სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეროვნული ბანკი გამოწვევას უმკლავდება - ასევე, ხერხდება, რომ ჩვენი საბანკო სისტემა საქართველოს კანონმდებლობასაც იცავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ზოგიერთი დასანქცირებული პირის ანგარიშები ინტერნეტ ბანკინგიდან გაქრა მიუხედავად ეროვნული ბანკის ბრძანებისა, რომ სანქციების აღსრულებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება“.

როგორც თურნავამ აღნიშნა, აღნიშნული ბრძანების ფარგლებში, დასანქცირებულ პირებს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

„მიუხედავად საკმაოდ ბევრი გამოწვევისა, რაც გლობალურად სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით შეიქმნა და ეს შეექმნა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მგონი, ნახევარ მსოფლიოს, ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის რეგულატორი და ჩვენი საბანკო, საფინანსო სისტემა, ამ გამოწვევას უმკლავდება. [სანქციები] გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ბადებს და არის გამოწვევები, რასთანაც საფინანსო სექტორს გამკლავება უწევს. ჩვენი საბანკო სისტემა ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს. სხვათა შორის, ესეც არის ჩემი განკარგულების და ჩვენი მუშაობის შედეგი. ამავდროულად, ხერხდება ისიც, რომ ჩვენი საბანკო სისტემა საქართველოს კანონმდებლობასაც იცავს.

როგორც ვიცი, მათ არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობა უნდა იყოს დაცული. ბანკებმა ეს ძალიან კარგად იციან. ბევრი გამოწვევაა სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ გარკვეული შემთხვევების მიუხედავად, საფინანსო სისტემა ახერხებს და იცავს სანქციებს და ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების, ხოლო ჩვენ ვართ ამ პროცესის მონიტორი“,- განაცხადა თურნავამ.

ამასთან, თურნავამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა დასავლურ ინვესტიციებზეც და აღნიშნა, რომ „დასავლური ფონდები კვლავაც ლიდერობენ გეოგრაფიაში“.

„თქვენ ბრძანეთ, რომ დასავლური ინვესტიციები იკლებს, მაგრამ ჩვენ თუ ჩავხედავთ სტატისტიკას, საპირისპიროდ არის საქმე იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში, ლიდერობს გაერთიანებული სამეფო. ეს მარტივად აიხსნება იმით, რომ ერთ-ერთი ლიდერი ინვესტიციებში არის ჩვენი საფინანსო სექტორი, ჩვენი მსხვილი ბანკები, მათი აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად, დასავლელი ინვესტორები, დასავლური ფონდები კვლავაც ლიდერობენ გეოგრაფიაში, თუმცა დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა“, - განაცხადა თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება