გივი თარგამაძე - პროკურატურას მოწმეები ჰყავს, მაგრამ პატრონი აღარ ჰყავს, გენერალური პროკურორი აღარ ჰყავთ, ამიტომ არ ვიცი, დღეს როგორ ჩამოყალიბდებიან - რა აინტერესებთ ჩემგან, მგონი, ეგეც არ იციან წესიერად

პროკურატურას მოწმეები ჰყავს, მაგრამ პატრონი აღარ ჰყავს, გენერალური პროკურორი აღარ ჰყავთ, ამიტომ არ ვიცი, დღეს როგორ ჩამოყალიბდებიან, ვნახოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა. მის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

„მე რა უნდა მაინტერესებდეს, იმათ რა აინტერესებთ ჩემგან, მე მგონი, ეგეც არ იციან წესიერად.

მე თვითონ ვიყავი ომის გამოძიების კომისიის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მოადგილე იმიტომ ვიყავი, რომ თავმჯდომარე ოპოზიციონერი იყო, აქ ოპოზიციის კვოტას გადააფურთხეს და ზედ გადაუარეს, ამის იქით რაზე ველაპარაკო. გარდა იმისა, რომ პარლამენტია არალეგიტიმური, ეს კომისია თავის დებულებით კიდევ ზედ არალეგიტიმურია.

ეს კომისია ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე არის შექმნილი. რუსეთის ძებნაში როცა გამომაცხადეს, „ოერტეს" ინტერვიუს აძლევდა, კრიმინალია და უნდა გამოაცხადოთო. კომისიაზე ზის სუბარი, რომელიც ამბობდა, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ჩანაწერი გვაქვს, ვერ გადავცემთ რუსებს, მაგრამ რუსეთის საგამოძიებო კომისიის ჯგუფი შემოვუშვათ და აქ მაინც დავკითხოთ რამენაირადო. ახლა სოზარს დავაკითხინებ თავს?" - განაცხადა თარგამაძემ.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს