სტუ-ის დოქტორანტი - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს აშენებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავასრულე, რის შემდეგაც გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში. ყოველთვის მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს განათლებას თან ახლავს. უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც აშენებს არა მხოლოდ ხიდებსა და გზებს, არამედ უკეთეს, მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე აცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ კახიძემ სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დაასრულა, მაგისტრატურა კი 2016 წელს. ამჟამად, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს.

სტუ-ის ცნობითვე, ნიკოლოზ კახიძე 2010 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე არა მარტო მაღალკვალიფიციური განათლება, არამედ გამოცდილებაც, რომელმაც პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა გაძლევს შესაძლებლობას, გაუმკლავდე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. უნივერსიტეტში ჩვენ არ გვასწავლიდნენ მხოლოდ კონსტრუქციების აგებასა და მათემატიკურ გაანგარიშებებს, გვასწავლიდნენ კრიტიკულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია განათლების მაღალი სტანდარტის სიმბოლოა და სამშენებლო ფაკულტეტიც ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციას. დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მენტორობით დაძლეული რთული სასწავლო პროგრამებითა და პრაქტიკული მუშაობით, შევიძინეთ ის ცოდნა და აუცილებელი უნარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, - აცხადებს დოქტორანტი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება