მარკ რუტე - ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით, ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის - არავინ არასდროს არ უნდა იფიქროს ჩვენზე თავდასხმაზე

ნატო-ს მხრიდან უკრაინის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერა მიმართულია არა ომის გახანგრძლივებისკენ, არამედ იმის უზრუნველყოფად, რომ უკრაინას შეეძლოს თავის დაცვა ახლა და ნებისმიერი აგრესიის თავიდან აცილება მომავალში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„განვიხილავთ ნატო-ს მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას და ამ საშინელი ომის დასრულების აუცილებლობას“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, დღეს ნატო-ს მოკავშირეები, პარტნიორები და უკრაინა მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელსაც გერმანია და გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებენ.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმ ფონზე, როდესაც ის რუსეთის აგრესიას ებრძვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებით სისხლისღვრის შესაჩერებლად“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ალიანსი უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტ მომენტში იმყოფება.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას, ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის - არავინ არასდროს არ უნდა იფიქროს ჩვენზე თავდასხმაზე“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს