გივი თარგამაძე - ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ, თორემ ასე „ვასილიჩსაც“ მეძახიან და მაშინ ჩაეწერათ, „ვასილიჩი“ მოვიდესო

ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ, თორემ ასე „ვასილიჩსაც“ მეძახიან და მაშინ ჩაეწერათ, „ვასილიჩი“ მოვიდესო. ბრალში გიორგი წერია, გამოძახებაში - გივი, ისე პასპორტში ინგლისურად ჯორჯი მიწერია და შეიძლება ესეც დამიძახონ, ბევრი სათაური მაქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, როგორც გივი თარგამაძე, ისე გამოიძახეს, პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში კი მას გიორგი უწერია.

თარგამაძე ასევე გამოეხმაურა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გიგა ბოკერიასთან და კიდევ რამდენიმე პირთან დაკავშირებით მათ კვლევა დასჭირდებათ და თუკი, სურვილი ექნებათ, კომისიაზე მოწვევის გარეშეც გამოცხადდნენ“.

„კვირაში 9 პარასკევი აქვთ, რაზე იყო კომისია საერთოდ, გაიგო ვინმემ? ჩემი აზრით, ამ კომისიას ზუსტად ის ბედი ეწია, რაც იმ დეგენერატულ სერიალს, ხაინდრავას რომ გააკეთებინეს.

ახლაც იმიტომ გადავიდნენ ამ რეჟიმზე, ორ კვირაში ერთხელ გვექნება სხდომებიო, რადგან არავის არ აინტერესებს ეს სხდომები, რაც უნდოდათ აქედან რომ გამოსულიყო - სანახაობა, არ გამოუვიდათ.

ეს კომისია არც ერთ ეტაპზე თანმიმდევრული არ ყოფილა. ერთადერთი განცდა გამიჩნდა, რომ ის მათი არანორმალური ადამიანი რა დილასაც რა ხასიათზეა, იტყვის - ახლა მინდა გამოვიძიოთ არჩევნები იყო თუ არა გაყალბებულიო, ოღონდ მეორე დღეს ეს აღარ უნდა, უნდა ომი, მერე ჯაფარიძე-ხაზარაძე, მესამე დღეს ფეხბურთის ფედერაცია აინტერესებს და ა.შ. თვითონაც ხვდებიან, რომ არავინ არ უყურებს, დასკვნას საერთოდ დადებენ თუ არა, ამასაც ვნახავთ, მერე პროკურატურაში გადააგზავნიან თუ არა, ესეც არ ვიცით, რადგან ერთი კომისია გაკეთებული აქვთ, რომლის დასკვნაც გააკეთეს თუ არა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არსად გადაუგზავნიათ. შუალედური შედეგი, არ მისვლაზე რომ დაგაკავონ, ეს ერთია, მაგრამ თვითონ კომისიის მუშაობის შედეგად ვერავის დააკავებენ, სულ რომ ყირაზე დადგნენ, ამიტომ აღარ სჭირდებათ ეს კომისია, ოღონდ, როგორ მიჩურთონ, ეს არ იციან“, - განაცხადა თარგამაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს