ვოლოდიმირ ზელენსკი - „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის - ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს

ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„უკრაინას ომი არასდროს სურდა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს საკუთარი თავი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისი ხალხი დაიცვას. ჩვენც ზუსტად ამას ვაკეთებთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია „ობობის ქსელის“ წარმატებით ჩატარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები დააჯილდოვა.

„ჩვენი თავდაცვის უფლების ბრწყინვალედ გამოყენებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მადლიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა არის ის, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის. ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს