თბილისი განსაკუთრებული მოვლენისათვის ემზადება - 20-22 ივნისს ქალაქის ქუჩებში წარმოუდგენელი ციფრული იდეებიც კი ხელშესახებ რეალობად გადაიქცევა. Global Tech Weekend Tbilisi 2025, რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება, სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს მოუყრის თავს და საქართველოს დედაქალაქს ინოვაციებზე შეყვარებული ადამიანების შეხვედრის ადგილად აქცევს. GTWT 2025 სრულიად ახლებური ფორმატით ჩატარდება: 20 და 22 ივნისი ქომუნითი პარტნიორების მიერ ჩატარებულ Side Event-ებს დაეთმობა, ხოლო 21 ივნისს გაიმართება უქმეების მთავარი ტექ. შეკრება: “Shaping the New Era”. ამ ღონისძიების პროგრამა ყველა იმ თემას მოიცავს, რომელიც აქტუალურია დღევანდელი სამყაროსთვის: ხელოვნური ინტელექტი, ფინტექი, გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი და სხვა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ახლა იწყება: უკვე დაანონსდა სპიკერების პირველი ნაწილი - მსოფლიო დონის ლიდერები, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე ტექნოლოგიების მომავალს დღეს. GTWT 2025-ის სცენაზე წელს ვიხილავთ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ გლობალური VC ფონდების წარმომადგენლები და მსხვილი ინვესტორული ქსელების წევრები არიან, არამედ - სტრატეგები, კრეატორები, ვიზიონერები. მათ შორის არიან პროდიუსერები, ქომუნითი მენეჯერები, არტისტები, C-Level მენეჯერები და ინოვატორები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ტექ.ეკოსისტემას მიმართულებას აძლევენ. Netflix, Marvel, DC, Disney, Atari, Roblox, EBAN, UATE, IAN, DOMiNO Ventures - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბრენდებისა, რომელთაც სპიკერთა კარიერული გზები უკავშირდება.
მათთან შეხვედრა ნიშნავს შესაძლებლობას მოუსმინო ადამიანებს, რომლებიც “Shaping the New Era”-ს მხოლოდ სიტყვად კი არა, რეალურ პროცესად აქცევენ - დღეს, აქ, თბილისში.
GTWT 2025: Shaping the New Era-ს სცენაზე იხილავთ:
Marcel Dridje - Sophia Business Angels-ის პრეზიდენტი და EBAN-ის საბჭოს წევრი, ევროპული ინვესტორების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელიც რეგიონულ ინოვაციებს გლობალურ კაპიტალთან აკავშირებს.
Ruben Veiga - Developer Community Manager-ი Roblox-ში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ახალ თაობას ტექნოლოგიური კრეატიულობის მიმართულებით წარმართავს.
John Nee - Cryptozoic Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ქმნის შთამბეჭდავ პროდუქციას ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიცაა DC, Marvel და Disney.
Edita Ghazaryan - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე UATE (Union of Advanced Technology Enterprises, Armenia)-ში, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მთავარი ფიგურა სამხრეთ კავკასიაში.Jessica Tams - Atari-ს საბჭოს წევრი, გეიმინგ ინდუსტრიის ლეგენდარული ბრენდის ერთ-ერთი სტრატეგი, რომელიც ტექნოლოგიისა და კულტურის გადაკვეთის წერტილებს იკვლევს.
Audra Shallal - CORENVEST-ის ვიცე პრეზიდენტი და EBAN-ის საბჭოს წევრი, ქალების ინვესტორულ სივრცეში გაძლიერების ადვოკატი და ევროპული ინოვაციური ფონდების ლიდერი.
Christopher Sean - ცნობილი ჰოლივუდის ხმის მსახიობი, რომელიც მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორიცაა: Netflix-ის “YOU”, “Star Wars Resistance”, DC Comics-ის “Nightwing” და სხვა.
Maxime Paradis - Paradis Club-ის დამფუძნებელი, რომელიც ახალ ეკონომიკურ მოძრაობებს აძლიერებს ევროპის მასშტაბით.
Padmaja Ruparel - Senior Managing Partner-ი IAN Alpha ფონდში, Indian Angel Network-ის თანადამფუძნებელი, აზიური სტარტაპ ეკოსისტემის პიონერი, რომელიც ქალ ინვესტორებსა და დამფუძნებლებს აძლიერებს.
Yağız Karadeniz - DOMiNO Ventures-ის მმართველი პარტნიორი, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს რეგიონში და მხარს უჭერს სტარტაპების გლობალურ ზრდას.
ეს სპიკერების არასრული ჩამონათვალია, სრული სია კი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ერთი სიტყვით, GTWT 2025 ქმნის მოძრაობას, რომელიც ადგილობრივ პროფესიონალებს საერთაშორისო ლიდერებს დააკავშირებს, სტარტაპერებს ინვესტორებს შეახვედრებს, ცოდნის მაძიებლებს კი მისცემს საშუალებას მსოფლიოს საუკეთესო სპიკერებისაგან მიიღონ ინსპირაცია.
ღონისძიების სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისთვის (როგორიცაა სტარტაპების კონკურსი, გამოფენა, SME Expo და ა.შ.) საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, რომელსაც GTWT-ის ვებ-გვერდზე იპოვით: www.gtwt.ge
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს მხარს უჭერენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, Atari, Game Nations, Totally Human, TEGETA, Georgia Travel, Startup Büro, UN Women, Zoommer, Sales Association, Paysera, Lab Technologies, 42Digital, Blue Ocean, GPI Holding, Friedrich Naumann Foundation, Tbilisi Hills, Kraken, Forbes, Entrepreneur Georgia, Marketer, BPN. ბრენდის ელჩები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კი თავიანთი პლატფორმებით მონაწილეობენ ღონისძიების მთავარი გზავნილების გავრცელებაში.
ბილეთების გაყიდვა დაწყებულია - Early Bird ამოიწურა, ახლა კი პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს. თუ გსურს, შენც გახდე იმ ცვლილებების თანამონაწილე, რომლითაც იქმნება ახალი ეპოქა - უბრალოდ, მიჰყევი ბმულს: https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"