ნიკა გვარამია - ევროპარლამენტის ანგარიშში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს პირობებით - პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს, კოალიცია არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს, კოალიცია არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც გვარამია წერს, ის ეთანხმება იმ მოცემულობას, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ერთიანობის შანსი, ისე გამოიყენოს, თუმცა, განმარტავს, რომ ეს ერთიანობა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტში უნდა გამოიხატოს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით.

“ტყუილი ამბავია, მეგობრებო. სინამდვილეში, ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:

გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო;

მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია;

სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა;

შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთიანობის შანსი, სრულად ვეთანხმები. ოღონდ ეს სრული ბოიკოტის გამოცხადებაში და არმონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე ზემოთქმული პირობები არ დაკმაყოფილდება. ამას დამატებული ჩვენი მყარი გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.

არც ერთი ეს პირობა ამჟამად შესრულებული არ არის, პირიქით, საარჩევნო გარემო გაუარესდა.

აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არც თუ სინდისიერ წამკითხველსა და ინგლისურიდან მთარგმნელს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მისცემოდა.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის თაობაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია ამ საკითხში სრულიად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია