„ჩირინას“ დამფუძნებელი - ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის - კიდევ კარგად გადარჩნენ!

ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის - მე რომ მკითხოთ, კიდევ კარგად გადარჩნენ!, - ამის შესახებ „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, „ყვარლის ბაგის“ მიერ არასწორად ხდებოდა ქათმის ნაკელის დამუშავება.

“საერთოდ [ცხოველს] ქათმის ნაკელი აჭამო, ეს არის ლეტალური ცხოველებისთვის. ის მეთოდი, რომლითაც ისინი მას იყენებდნენ, შეცდომა იყო. იმიტომ, რომ საჭიროა ავტოკლავირება ნაკელის, როდესაც საკვებად იყენებ. ისინი უბრალოდ რამდენიმე დღეს ტოვებდნენ, ვითომ [ნაკელი] თვითონ დაიწვებოდა.

არასწორად ხდებოდა [ქათმის ნაკელის] დამუშავება. ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის. მე რომ მკითხოთ, კიდევ კარგად გადარჩნენ!

ლაბორატორიაში, როდესაც გამოიკვლიეს, არც იქ არ იყო აღმოჩენილი ნაკელში "ტეტრაციკლინი". ასე რომ, გაუგებარია საერთოდ რას იხილავენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საქმის კურსში არიან და ცდილობენ საქმის უფრო დეტალებში გაერკვენ”, - განაცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ.

ცნობისთვის, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც „ყვარლის ბაგა“ მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და "ყვარლის ბაგა" თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ გამარჯვებულად ცნო და 4.7 მილიონი ლარის გადახდა „ჩირინას“ დააკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო