უნიკალური ქართული პროექტი Premium Card გირჩევთ თბილისის 10 გამორჩეულ რესტორანს, რომლებიც განსხვავებული სტილით, სამზარეულოთი და ატმოსფეროთი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს — იქნება ეს ნეაპოლიტანური პიცის გამორჩეული გემო, ქართული ტრადიციული სამზარეულოს ხელოვნება, თუ ინოვაციური სივრცე ღვინის დეგუსტაციისთვის.
ოპუსი — რესტორანი და შოკოლატერია ერთ სივრცეში, სადაც ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გამორჩეული გემოები გელოდებათ. უგემრიელესი დესერტები, მრავალფეროვანი მენიუ და მყუდრო გარემო — ყველაფერს იპოვი ერთ მისამართზე: თამარ ჭოველიძის 14 | ყოველდღე: 09:00–23:00
თუ გსურს კომფორტი, სტილი და დახვეწილი გემოები, დეივიდს ბაღი ის ადგილია — იტალიური სამზარეულო, ტრადიციული ჩაის ცერემონიები და მყუდრო გარემო ზუსტად თბილისის გულში. მისამართი: ზანდუკელის ჩიხი N5 | იდეალურია გურმანებისთვის, ვინც სიამოვნებას ინოვაციურ დეტალებში პოულობს.
ეთნოსი — რესტორანი, სადაც ქართული ტრადიციისა და ელეგანტურობისა და თანამედროვეობის სინთეზია. ლაუნჯი, ტერასა, მარანი და ავთენტური ქართული სამზარეულო ქმნის იდალურ გარემოს იუბილესთვის, ქორწილისთვის ან განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად.
მისამართი: მარშალ გელოვანის 3/3, გაგარინის აღმართი | კლასიკა და გემო ერთ სივრცეში.
ილოური — ელეგანტური რესტორანი ქართული გემოვნებით. მყუდრო დარბაზები, ფართო ტერასა, ცოცხალი მუსიკა და გამორჩეული შოუები ქმნის ატმოსფეროს, სადაც ყოველდღიური საღამოებიც კი დღესასწაულად იქცევა. იდეალურია ქორწილებისთვის, ბანკეტებისთვისა და ოჯახური შეხვედრებისთვის | გაიხსნა 2016 წელს და დღემდე რჩება გემოვნების სიმბოლოდ.
მრავალჟამიერი — ქართული გულისა და სულის მატარებელი ადგილი, რომელიც აერთიანებს ქართულ და ევროპულ გემოვნებას. სხვადასხვა ზომის დარბაზები, ტერასები და ულამაზესი ეზო ქმნის სრულყოფილ გარემოს დღესასწაულისთვის. ტრადიციული კერძები, მსოფლიო ბრენდების სასმელები და დახვეწილი მომსახურება — მრავალჟამიერი ყოველთვის თქვენთანაა.
ლავერა — ჩილიმ ბარი, ლაუნჯი და რესტორანი ერთ სივრცეში. არომატული ჩილიმი, ცოცხალი მუსიკა, კოქტეილები და გემრიელი ქართული კერძები ქმნის მყუდრო ატმოსფეროს, სადაც დასვენება ნამდვილად გაგიმარტივდებათ. მისამართი: ი. გოგებაშვილის 46ბ | გახსნილია 24/7 — სიამოვნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
საძველე — მულტიფუნქციური ღვინის ჰაბია თბილისის #1 ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის ქუჩაზე. ეს უნიკალური სივრცე აერთიანებს ღვინის სკოლას, ბარს, ვინოთეკას, დეგუსტაციისა და კულტურულ სივრცეებს. 200-მდე ღვინის სახეობა, ავთენტური გარემო და საგამოფენო სივრცეები — საძველე ნამდვილად გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის.
მორდუ — ეს არის ადგილი, სადაც გემო, მუსიკა და მყუდროება ერთიანდება. ცოცხალი მუსიკა, ღვინო და უგემრიელესი კერძები ქმნის იდეალურ გარემოს მეგობრებთან ან რომანტიკული საღამოსთვის. მისამართი: ივანე ჯავახიშვილის 43 | მოდი მორდუში — განწყობა გემოსთან ერთად!
მიმინო — სიგრილე, სიმშვიდე და ავთენტური ქართული გემოები ერთ სივრცეში. ეზო, სადაც დრო ჩერდება და კერძები განსაკუთრებული ოსტატობით მზადდება. ეწვიეთ „მიმინოს“ და დააგემოვნე ტრადიციული ქართული სამზარეულო, შეფის უნიკალური შეხებით.
ხინკლის აკადემია გიწვევთ ქალაქის გულში – გალერია თბილისში და ისთ ფოინთში, სადაც ხინკალი ხელოვნებად იქცევა. შეაგემე საფირმო ხინკალი, ბურგერები, ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და კოქტეილები მყუდრო გარემოში. მისამართი: Rustaveli 2/4 (გალერია) | East Point
Premium Card-ის სპეციალური შეთავაზება რესტორნებში:
Premium Card არის ახალი ქართული უნიკალური პროექტი რომელიც მომხმარებლებს ციფრული ბარათის გამოწერის მეშვეობით აძლევს წვდომას ქვეყნის მასშტაბით კომპანიების ფასდაკლებებზე.
ბარათი აერთიანებს ფასდაკლებებს ისეთ სერვისებზე, რომლითაც ყოველდღიურად ან ყოველთვიურად სარგებლობთ: კვების ობიექტები, სასტუმროები, სალონები, სპორტ-დარბაზები, აუზები. ციფრული ბარათით სარგებლობისთვის, საჭიროა მხოლოდ მისი 1 თვიანი, 3 თვიანი, ან 1 წლიანი გამოწერა.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"