თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი რიჩარდ ვილსონი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-მაიორ რიჩარდ ვილსონს აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო პროგრამას - „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.

„აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას, რომელიც თბილისში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 30-წლიანი თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე უმასპინძლა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ; შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ამერიკული მხარე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებსაც ესტუმრა.

დღესვე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსა და ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირის დაჯილდოებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი