ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა, თან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე - ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა უარყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

“რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?” - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, გამოსვლაში პუტინს უკრაინის მიერ 1 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია “ობობის ქსელი” არ უხსენებია, რომლის შედეგადაც, უკრაინული მხარის ცნობით, 41 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა.

პუტინი 31 მაისსა და 1 ივნისს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში სარკინიგზო გზების აფეთქებებზე საუბრობდა, რასაც მოსკოვი კიევს აბრალებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს