სტუდენტებმა რუსთაველის გამზირზე ბანერის წარწერით: „ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისათვის” გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა

რუსთაველის გამზირზე თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო ბანერი გაშალეს წარწერით: “ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისათვის”.

აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ბანერის უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “მარიამ ლაშხი მონა”.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები ლიკა ლორთქიფანიძე, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს