აკაკი ბობოხიძე - ოპოზიციას, რომელიც სიმყარეს არ გამოავლენს, არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მომავალი არ უწერია - „ქართულ ოცნებას“ არაფრის ერიდება, მერე რას ვშვრებით, ისევ ვიწყებთ ტირილს, რომ ხმები გაგვიყალბა?

დღეს ხალხი არის მყარი და ოპოზიცია, რომელიც სიმყარეს არ გამოავლენს, მას მომავალი არ უწერია , - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, თუ დღეს ქართული ოპოზიციური სპექტრი არ აღმოჩნდება მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის, მომავალში დასავლეთი გრძელვადიან თანამშრომლობას არ დათანხმდება.

“ქართული ოცნება” ვერაფერს გამოიყენებს, თუ ოპოზიცია იქნება მყარი და იქნება გაძლების უნარის მქონე. უნდა გავძლოთ იმიტომ, რომ გამარჯვება არ მოდის ისე მალე, როგორც ჩვენ გვინდა. დღეს ხალხი არის მყარი და ოპოზიცია, რომელიც სიმყარეს არ გამოავლენს, მოთმინებას არ გამოავლენს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ჩემი აზრით, მას მომავალი არ უწერია.

“ქართულ ოცნებას” როცა არ ეშინია შიგნით და არ ერიდება გარეთ, რა ბერკეტი არსებობს იმისა, რომ “ქართული ოცნება” არათუ აქამდე არ მიიყვანს საქმეს, რომ დათვლაში წააგოს, მაგრამ დათვლაშიც რომ წააგოს, მერე რას ვშვრებით, ისევ ვიწყებთ ტირილს, რომ ხმები გაგვიყალბა?

შევედით ფონში, რომლიდან უკვე უკან დახევა, შეიძლება, უფრო უარესი იყოს. ახლა არის მოთმინებაზე - ვის უფრო მეტად გვეყოფა პოლიტიკური მოთმინება.

თუ დღეს ქართული ოპოზიციური სპექტრი არ აღმოჩნდება მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის, არ ეყოფა მოთმინების უნარი, მომავალში დასავლეთი ჩვენთან ერთად გრძელვადიან პროცესებს არასოდეს არ დაიწყებს”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება