ვატიკანი - რომის პაპმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში რუსეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რომის პაპმა ლეო XIV-მ სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომის პაპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ჰუმანიტარული სიტუაცია, ასევე საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელშეწყობის აუცილებლობა განიხილეს.

„პაპმა რუსეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას მხარეებს შორის პოზიტიური კონტაქტების შესაქმნელად და კონფლიქტის გადაჭრის გზების მოსაძებნად“, - აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც, რომლის თანახმადაც, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა „დაადასტურა ინტერესი პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მშვიდობის მიღწევის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს