ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025

ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025

გაითვალისწინებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთონ

17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია

უკრაინის დრონებით მომარაგება ფართოვდება - ბრიტანეთი კიევს მაღალტექნოლოგიურ დრონებს გადასცემს

* * *

“ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპარლამენტარები ოპოზიციას მუწოდებენ, რომ გამოიყენონ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც “უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით”. ამავე დროს, 2024 წლის არჩევნები ნახსენებია, როგორც “მანკიანი კენჭისყრა”. 4 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14 წინააღმდეგ მიიღო, 4-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. დოკუმენტს ევროპარლამენტის მომავალ პლენარულ სესიაზე კენჭისყრისთვის წარადგენენ. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვას ემხრობა, აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, ამან კი “დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაითვალისწინებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთონ.

“როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი, “საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. ამ მანკიანმა კენჭისყრამ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, გზა გაუხსნა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების უკანონოდ ხელში ჩაგდების, რეპრესიული კანონმდებლობის გაგრძელების და ამავდროულად პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ. ვინაიდან საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ ჩატარების შესახებ”. კომიტეტის ინფორმაციით, ასეთი კენჭისყრის ორგანიზებამდე, ისინი შეინარჩუნებენ “საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომიტეტი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები “ქართული ოცნების” ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე... სულ უფრო რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ აუდიტს და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას”, - აღნიშნულია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრესრელიზში. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც “მიუთითებს მათ განზრახვაზე ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდოს, რადგან ბოიკოტი ქუჩაში დატოვებს ოპოზიიის ნაწილს და ქუჩაში დარჩენილი პარტია “დასავალეთს არაფერში არ გამოადგება”. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია კვლავ ძველ პოზიციაზე დარჩება, თუ არ იქნება მოგვარებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ის საკითხები, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტიას იძლევა”, - დასძენს გამოცემა.

“უდავოდ საინტერესო ფაქტია, რადგან ხშირად მისაუბრია იმაზე, რომ დასავლეთი ბოიკოტითაა დაინტერესებული, ვიდრე სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციის ყოფნით. სხვათა შორის, ანალოგიურ პოლიტიკურ სიგნალს უფრო გვიან ველოდებოდი, მაგრამ რადგან ახლა გამოჩნდა, ესე იგი, მათაც გაითვალეს, რომ შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს დარჩენილი დრო არ ეყოთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ყურადღება და სიმპატია დაიმსახურონ. ქუჩაში დარჩენილი პარტია არაფერში აღარ გამოადგებათ უკვე დასავლეთის პარტნიორებს და გადაწყვიტეს ეტყობა, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდონ. თან, ამ ინფორმაციაში ერთი მომენტია, რაც დასაფრიქრებელია - არაა გამორიცხული, რომ ასეთი მოწოდების ერთ-ერთი მიზეზი იყოს საქართველოს ხელისუფლების დასავლელი ოპონენტების კრიტიკულობის შერბილება. წამოსვლა იმაზე, რომ ჯერ ერთი, არჩევნების შედეგები აღიარონ და თანდათანობით დაიწყონ ნორმალური ურთიერთობა საქართველოსთან. ეს უცებ, რა თქმა უნდა, ვერ გამოვლინდებოდა, რაღაც ნაბიჯები უნდა იყოს ჯერ და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “ მაშინ რას ნიშნავს ერთის მხრივ არჩევნებში ჩართვისკენ მოწოდება და მეორეს მხრივ ხაზგასმა, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა?” - პასუხობს:

“უკვე იმდენჯერ შევხვდით ასეთ წინააღმდეგობრივ განცხადებებს, რომ გასაკვირი აღარაა. ამდაგვარი ინტონაცია ამოვიკითხე, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება ოპოზიციას ხელს შეუწყობს. ოპოზიციას ეძლევა საბაბი იმისა, რომ დალაგდნენ ახლა და ნორმალურად მიიღონ მონაწილება არჩევნებში. ვხედავთ, თითოეული მათგანი ცდილობს ახალ-ახალი არგუმენტები იპოვოს. ვფიქრობ, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები დღევანდელ პოზიციას შეიცვლიან, თუ არა და მათ მოუწევთ თქმა, რომ ამ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა და პუტინის აგენტები არიანო. მთელი პრობლემა იმაშია, რომ თუ ევროკავშირი პუტინის აგენტია, გამოდის, რომ პუტინის აგენტები ყოფილან, ვინც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებდა? რაღაც წინააღმდეგობროვ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან”.

“ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” თავიანთ პოზიციაზე დარჩებიან და ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, “ნაცმოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ვფიქრობ ძველ პოზიციაზე დარჩებიან და უარს იტყვიან. ახლა როცა წინაპირობები არაა, ისევ იგივე ე.წ. ცესკოა, ბუნებრივია არჩევნები მაინც გაყალბდება და ცოტა რთულია ამ პირობებში, მით უმეტეს ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსება არ აქვთ არჩევნებში ჩართვისთვის. რაღაც წინაპირობა უნდა არსებობდეს და ევროპამაც რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას სანქციების ასამოქმედებლად. ერთადერთი წინაპირობა უნდა იყოს, რომ ადგილობრივთან ერთად საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები თავის აზრზე დარჩებიან”, - საასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - “შესაძლებელია თუ არა, რომ ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა ამომრჩეველში გამოკითხვა ჩაატარონ - მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილოება” - პასუხობს:

“არაა გამორიცხული, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არანაირი განცხადება არ ყოფილა”.

“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იშლება - 17-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ ორგანიზაცია რეორგანიზაციას ეტაპზეა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარ წულეისკირი აცხადებს, რომ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია.

“ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე ინფორმაციით, “2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია”. საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თამარ წულეისკირის განცხადებით, “საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი”. მისივე განცხადებით, “საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრები გადაწყვეტილია გაუქმდეს და რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს პოლიტიკიდან. აშკარაა, რომ ნატოს საინფორმაციო ცენტრის ფუნქცია იყო, პირველ რიგში, ანტიდასავლურ ნარატივებთან, პროპაგანდასთან ბრძოლა, ასევე მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი მხარდაჭერის მიმართ ცნობიერების გაზრდა. ეს მიზანი უკვე აღარ არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. პირიქით - ძირის გამოთხრა ხდება ნატოსა და დასავლეთის მხარდაჭერის მიმართ ქვეყანაში, ამიტომაც თვითონვე ქმნიან ანტიდასავლურ ნარატივებს. კანონმდებლობის მიღება ანტიდასავლური მიმართულებით კიდევ უფრო ძლიერდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან და წარმოადგენს მარტივ მესიჯს: მათ არ სჭირდებათ, რომ მოსახლეობამ რაიმე სახის მხარდაჭერა მიიღოს ამ მიმართულებით” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“არარსებულისგან არაფერი არ იქნება - ამას ემსახურება ეს რეორგანიზაცია. რატომ უნდა იყოს ეს ცენტრი საქართველოში? რომ გაღიზიანებული იყოს რუსეთი და შეასრულოს საქართველომ ფინიის როლი, როცა თვითონ არ ვუნდივართ? ასევე, ბორელმა განაცხადა: “ჩვენ ვართ სამოთხე და დანარჩენი - ჯუნგლები”. თუ არ უნდიხარ, რატომ უნდა იყოს მათი ცენტრები შენთან? მათ ჩვენ არ ვჭირდებით. “თქვენი პატარა ქვეყნის გამო ევროპას საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთო” - ასე გვითხრეს. რა საჭიროა ის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს? ამიტომ ეს გადაწყვეტილება დროულია და იგი თავად ნატოსა და ევროკავშირის დღევანდელმა წარმომადგენლებმა გამოიწვიეს. მათ ფაქტობრივად თავი შეაძულეს საქართველოს მოსახლეობას, რადგან მხარს უჭერენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალებას და ხელისუფლებაში ისეთი ოდიოზური ფიგურების მოძრაობას, როგორიცაა ნაცმოძრაობა-სააკაშვილი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს”, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს. “დიდი ბრიტანეთი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ასობით ათასი დრონისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებით კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ჯონ ჰილიმ. ამასთან, მისივე ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა იანვრის შემდეგ უკრაინას 140 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა და წელს ლონდონი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის 247 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ კოზენკოს განცხადებით, უკრაინას წელიწადში 10 მილიონამდე დრონის წარმოება შეუძლია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის დრონებით მომარაგება ფართოვდება - ბრიტანეთი კიევს მაღალტექნოლოგიურ დრონებს გადასცემს.

“დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში აღნიშნულია: “დიდ ბრიტანეთში დამზადებული დრონების უმეტესობა არის უახლესი დაწყებული მაღალი მანევრირების "პირველი პირის ხედვის" (FPV) დრონებით, რომლებიც ზუსტად უტევენ რუსულ სამიზნეებს, დამთავრებული ჩამჭრელი დრონებით, რომლებიც შექმნილია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად რუსული რაკეტებისა და დრონების გასანადგურებლად. ასევე, ახალი ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებით, რომლებიც დაკავშირებულია კაბელით, რაც იცავს რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემების ჩახშობისგან. დიდი ბრიტანეთი ასევე აწვდის შედარებით დაბალფასიან დრონებს, რომლებსაც შეუძლიათ ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩაყრა რუსეთის პოზიციებზე. ამ ტიპის დრონებსა და FPV სისტემებს შორის”. როგორც ამბობენ, ამ ტიპის დრონები პასუხისმგებელია რუსული აღჭურვილობისთვის ამჟამად მიყენებული ზიანის 60-70%-ზე. კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, ბრიტანეთის მხრიდან დრონების მიწოდება უფრო პოლიტიკური ნაბიჯია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, შემიძლია ლოგიკას მივყვე და გითხრათ, რომ პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ჟესტი, როელიც ბრიტანეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, გამორიცხული არ არის ეს დრონები გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგია იყოს, ვიდრე უკრაინული დრონები. რამდენადაც მე მსმენია, უკრაინელები სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონებს ქმნიან, მაგრამ მწირი რესურსებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ამ დრონების ძირითადი მასა დაბალი ტექნოლოგისაა, თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიური დრონებიც აქვთ. თუმცა ეს არის ბრიტანეთის მხრიდან დემონსტრირებაა იმისა, რომ დახმარება გრძელდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება