აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი შეწყვეტის“ გარდა, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა.

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთ ზომას, რომელიც „ჰამასს“ არ გმობს და მას იარაღის დაყრისკენ და ღაზის სექტორის დატოვებისკენ არ მოუწოდებს“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს