ისრაელმა ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, როგორც ცოცხლებს, ისე გარდაცვლილებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ცოლ-ქმრის, გადი ჰაგაისა და ჯუდი ვაინშტინის ცხედრები ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის, „შინ ბეთის“ მიერ ღაზის სექტორის ხან იუნისის რაიონში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაიბრუნა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 56 მძევალი რჩება, რომელთა შორის, სულ მცირე, 33 გარდაცვლილია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს