კახა კალაძე - მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა რადიკალური დაჯგუფება - მზადყოფნა გამოთქვეს, შეიძლება თბილისი წავართვათო, მიიღონ მონაწილეობა და ვინ ვის რას წაართმევს, ვნახავთ

მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ - რაც შეეხება ოპოზიციას, რასაც უბრძანებენ გარედან, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

„გაერთიანდება ოპოზიცია თუ დაშლილები იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ ისინი, არცერთი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. გაიხსენეთ განცხადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ რასაც უბრძანებენ გარედან, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ხომ ჰქონდათ პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. აი, ძალიან მალე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ვნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელსაც არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ. როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს და არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ პატრონებს გარედან. შესაბამისად, რასაც უბრძანებენ, ეტყვიან, იმას გააკეთებენ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენ მზადება საარჩევნოდ დაწყებული გვაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა თავად კალაძე, დარჩეს მერობის კანდიდატად, აღნიშნა, რომ კი.

„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა”,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

„გამოთქვეს ვითომ მზადყოფნა, რომ შეიძლება თბილისი წავართვათო. მიიღონ მონაწილეობა და ვინ რას წაართმევს, მაგას ვნახავთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ