საშაურმის თანამშრომლის მკვლელობის საქმის პროკურორი - რუსეთში დაკავებულ ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან დაკავშირებით, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს - ინტერპოლით ძებნილი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელი კი უცნობია

მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის მიმართ ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვაცხადეთ „ინტერპოლით“ ძებნა, ის დაკავებულია რუსეთში, თუმცა მან სახელმწიფო საზღვარი თურქეთში გადაკვეთა, ახლა რუსეთზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას - ამის შესახებ, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განმარტებითვე, მეორე ბრალდებული, ბაირამ ალი გსეინოვიც წითელი ცირკულარით იძებნება, თუმცა ამ ეტაპზე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სამი ბრალდებულის მიმართ, რომლებსაც ბრალად ედებათ თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის არშეტყობინება. ჩვენ სასამართლოს წარმოვუდგენთ იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ჩვენ მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოვაცხადეთ „ინტერპოლით“ ძებნა. ცნობილია, რომ ის დაკავებულია რუსეთში, თუმცა მან სახელმწიფო საზღვარი თურქეთში გადაკვეთა. ახლა მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები და ახლა რუსეთზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას.

მეორე პირს, ბაირამ ალი გსეინოვის მიმართაც გამოცხადებულია წითელი ცირკულარით ძებნა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მისი ადგილსამყოფელო. თუმცა სასამართლო პროცესები მის მიმართ არ შეჩერდება.

ბრალდებულებს რაც შეეხება, მათ მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს დანაშაული, რაც გამოძიება მათ კვალს დაადგა. ორმა აღიარა დანაშაული, თუმცა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლება გამოიყენა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის (თამაზ მთივლიშვილის დედის) დაკითხვა გვინდა, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს და სასამართლოს მოუყვება ფაქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილ დეტალებს. ასევე მნიშვნელოვანია, მისი პოზიცია სასჯელთან დაკავშირებითაც",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა ბრალდებულთა ადვოკატებმა სხდომის გადადება მოითხოვეს, რადგან მათი თქმით, მათ უნდა შეაჯერონ პოზიციები ბრალდების მხარის მტკიცებულებების სადავოდ გახდასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.

მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.

ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ბაირამ ალი გსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება