ბორის პისტორიუსი - ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება

ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ ნატომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად უნდა იყო გაცხადებული, რომ რუსეთი მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება. ამავდროულად, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: საკმარისი იქნება თუ არა ახალი სამხედრო სამსახური მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

როგორც გერმანული მედია წერს, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ნატო აპირებს მკვეთრად გააფართოოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვისთვის მიმართულებით.

„ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი, ჯარი და შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ყველა საფრთხისთვის და სრულად განვახორციელოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გეგმები“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს